გაკვეთილი N 1 –31 ოქტომბერი– შესავალი, თავისუფალი გაკვეთილების მიზანი, Gmail.com, გუგლის პროგრამების განხილვა google.drive. ვიდეოპორტალი yutube.com googlemaps, googlecalendar, google+, googletranslate.
თავისუფალი გაკვეთილები დავიწყე დიდი შემართებით. მოსწავლეების მოლოდინებიც დიდია, ვხედავ! მინდა გავამართლო მათი მოლოდინები. მესწრება გაკვეთილზე დირექტორი და სასწავლო ნაწილი. მოსწავლეებს გავაცანი თვისუფალი გაკვეთილების მიზნები. შევახსენე მათ კომპიუტერული პროგრამების ცოდნის აუცილებლობის შესახებ და ვთხოვე კლასებს ჯგუფებში ჩამოეწერათ მათი კომპიუტერული უნარების შესახებ, ასევე მათი მოლოდინები, რას მოელიან ისინი თავისუფალი გაკვეთილებიდან. 5 წუთის განმავლობაში მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანაწერები, შემდეგ ეს ჩანაწერები წავიკითხეთ და გაირკვა , რომ დაახლოებით თანაბარი დონის უნარებს ფლობენ მოსწავლეები მე7და მე8 კლასებში.
შემდეგ უკვე მოსწავლეები მიუსხდნენ კომპიუტერებს. მათ ვუჩვენე ჩემი შექმნილი ანიმაციური სამოტივაციო ვიდეორგოლი თავისუფალი გაკვეთილების შესახებ. https://www.youtube.com/watch?v=sXD5lVf2rls
ვთხოვე გაეხსნათ თავიანთი ელექტრონული ფოსტა. ვუჩვენე გუგლის სერვიზები და მათი დანიშნულება. როგორიცაა: google.drive. ვიდეოპორტალი yutube.com googlemaps, googlecalendar, google+, googletranslate.
გაკვეთილი N2 2 ნოემბერი– Slide.ly
გაკვეთილი დავიწყეთ წინა გაკვეთილის რეფლექსიით, მოსწავლეებმა გაიხსენეს წინა გაკვეთილზე განხილული საკითხები. ამის შემდეგ მათ გავაცანი პროგრამა Slide.ly ვუჩვენე როგორ კეთდება slidelyshow, slidelykollage, slidelygallery. ასევე მათი ლინკების გაგზავნა ფოსტის საშუალებით. მოსწავლეები დარეგისტრირდნენ პროგრამაში, გააკეთეს კოლაჟები და შოუები და ლინკები გაუგზავნეს ფოსტაზე მეგობრებს და მასწავლებელს.
გაკვეთილი N3 6 ნოემბერი animoto.com
გაკვეთილი წინა გაკვეთილის რეფლექსიით დავიწყეთ. შევახსენე მოსწავლეებს წერილობითი რეფლექსიებისგამოგზავნის შესახებაც. გავაცანი მოსწავლეებს ახალი პროგრამა animoto.com, ვუჩვენე, როგორ უნდა დავრეგოსტრირდეთ ამ ონლაინ პროგრამაში. გავეცანით სამუშაო დაფას, პროგრამის ინსტრუმენტებს, მის ტუტორიალებს. როგორ შევქმნათ ჩვენთვის სასურველი ვიდეორგოლი, როგორ დავამატოთ ტექსტი ვიდეორგოლზე, როგორ ავარჩიოთ და დავადოთ ვიდეორგოლს ჩვენთვის სასურველი მელოდია. შემდეგ როგორ ხდება მისი იუთუბზე ატვირთვა, ან გადმოწერა ოფლაინ რეჟიმში ( dounloader) .მოსწავლეების უმრავლესობა დარეგისტრირდა პროგრამაში, შექმნეს სასწავლო ვიდეორგოლი , ატვირთეს იუთუბზე და გაუგზავნეს მეგობარს მეილზე ვიდეორგოლის იუთუბის ლინკი.
გაკვეთილი N4 10 ნოემბერი canva.com pizap.com
რა თქმა უნდა , ისევ წინა გაკვეთილის რეფლექსიით დავიწყეთ დღესაც გაკვეთილი. მოსწავლეები სწრაფად იხსენებენ რომელ პროგრამაში იმუშავეს და რა შესაძლებლობას იძლეოდა animoto. შემდეგ გადავედით ახალ პროგრამაზე canva.com, მოსწავლეებს გავაცანი პროგრამის ინტერფეისი, სამუშაო დაფა. მოსწავლეები დარეგისტრირდნენ პროგრამაში, შემდეგ კი გააკეთეს ბუკლეტი, პოსტერი და სხვ.
შემდეგ გავაცანი პროგრამა pizap.com. გაიარეს რეგისტრაცია. გააკეტეს ფოტომონტაჟები ამ პროგრამაში. გამომიგზავნეს ისინი ფოსტაზე.
გაკვეთილი N5 13 ნოემბერი animaker.com
დღეს ჩავატარე მეხუთე გაკვეთილი, გამოვიყენე პროექტორი და პროექტორის დაფა. გაკვეთილი დავიწყე წინა გაკვეთილის რეფლექსიით. ლიკა მიქავამ სწრაფად და სხარტად გაიხსენა canva და pizap პროგრამები და მათში მუშაობის წესები. გადავედით ახალ პროგრამაზე animaker.com. ორიექტროსი დახმარებით ვუჩვენე მოსწავლეებს მისი ინტერფეისი, ტუტორიალები, სამუშაო დაფა და ინსტრუმენტები. მოსწავლეები მალევე შეუდგნენ მუშაობას, ჯერ გაიარეს რეგისტრაცია, შემდეგ კი დაამზადეს საპილოტე ვერსია ვიდეორგოლისა animaker-ში. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ეს პროგრამა.
გაკვეთილი N6 13 ნოემბერი googleforms
გაკვეთილს ვიწყებთ animaker–ის გახსენებით. რამდენიმე მოსწავლემ ვერ მოახერხა animaker–ის ვიდეოს ატვირთვა იუთუბზე, ამიტომაც საფუძვლიანად გავიხსენეთ წინა გაკვეთილი. პროექტორის გამოყენებით გავიარეთ პროგრამის ინტერფეისი, ინსტრუმენტები, მუსიკის და ტექსტის დამატება და ბოლოს ატვირთვა.
გადავედი ახალი თემის ახსნაზე. ესაა ანკეტა googleforms გამოყენებით. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე და გავაზიარე ფეისბუკის დახურულ ჯგუფ,,ჰეროდოტეში'' ანკეტა, სადაც მქონდა გამოკითხვა ისტორიის სწავლების შესახებ, რომელსაც გამოეხმაურნენ ჩემი მოსწავლეები და შეავსეს ეს ანკეტა. დღეს კი თავად მოსწავლეებს ვასწავლე ასეთი ანკეტის გაკეთება. მოსწავლეებმა მცირე ანკეტები შექმნეს და გაუგზავნეს ერთმანეთს ფოსტაზე.
გადავედი ახალი თემის ახსნაზე. ესაა ანკეტა googleforms გამოყენებით. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე და გავაზიარე ფეისბუკის დახურულ ჯგუფ,,ჰეროდოტეში'' ანკეტა, სადაც მქონდა გამოკითხვა ისტორიის სწავლების შესახებ, რომელსაც გამოეხმაურნენ ჩემი მოსწავლეები და შეავსეს ეს ანკეტა. დღეს კი თავად მოსწავლეებს ვასწავლე ასეთი ანკეტის გაკეთება. მოსწავლეებმა მცირე ანკეტები შექმნეს და გაუგზავნეს ერთმანეთს ფოსტაზე.
გაკვეთილი N7 17 ნოემბერი linoit.com
გავიხსენეთ წინა გაკვეთილზე განხილული googleform ანკეტის შექმნა , გაზიარება, გადაგზავნა. გადავედი ახალთემაზე, ესაა linoit.com . მოსწავლეებს პროექტორის დახმარებით პროექტორის ეკრანზე ვუჩვენე ამ პროგრამაში მუშაობის დეტალები, განვიხილეთ ინტერფეისი, გავაკეთე საჩვენებელი ლინო. მოსწავლეები დარეგისტრირდნენ პროგრამაში, გააკეთეს ლინოს პრომო ვერსიები.
გაკვეთილიN8 24 ნოემბერი Padlet.com
დღეს მერვე გაკვეთილი ჩავატარე. ვხედავ, რომ ჩემმა პროექტმა გაამართლა. ბავშვებს მოუხარიათ თავისუფალ გაკვეთილებზე, რაც მეც მავსებს ენთუზიაზმით. ლიკა მიქავამ დეტალურად გაიხსენა წინა გაკვეთილის მასალა, linoit.com,ასევე ისიც ახსენა, რომ შეექმნა პრობლემა გაზიარებული ლინოს გამოქვეყნებაზე, რადგან show stikies to everyone ღილაკი არ გაუაქტიურებია.
გადავედით ახალ პროგრამაზე padlet.com. გავაცანი მოსწავლეებს მისი შესაძლებლობები, პროგრამის ინტერფეისი,ინსტრუმენტები, მოსწავლეებს მოეწონათ ის, რომ შესაძლებელია ერთ პადლეტზე ონლაინ რეჟიმში იმუშაოს რამდენიმე ადამიანმა თავისი ექაუნტიდან.
გადავედით ახალ პროგრამაზე padlet.com. გავაცანი მოსწავლეებს მისი შესაძლებლობები, პროგრამის ინტერფეისი,ინსტრუმენტები, მოსწავლეებს მოეწონათ ის, რომ შესაძლებელია ერთ პადლეტზე ონლაინ რეჟიმში იმუშაოს რამდენიმე ადამიანმა თავისი ექაუნტიდან.
გაკვეთილი N9 27 ნოემბერიPowtoon.com
ვიწყებთ რეფლექსიით, ერთდროულად წინა ორი გაკვეთილის რეფლექსიას ვაკეთებთ, რადგან გარკვეული მიზეზების გამო წინა გაკვეთილებზე არ მესწრებოდნენ მერვეკლასელები. იმისთვის, რომ ეს განვლილი ორი გაკვეთილი მათთვის უფრო გასაგები ყოფილიყო, სპეციალურად მათთვის jing ეკრანის ჩამწერ პროგრამაში ჩავწერე ვიდეოგაკვეთილები, რომლის ლინკებიც გავუგზავნე მერვეკლასელებს ფოსტაზე, ასევე ეს ვიდეოგაკვეთილები დავამატე ჩემს ბლოგზე tavisufaligakvetilebi.blogspot.com .
გავაცანი მოსწავლეებს ახალი პროგრამა powtoon.com. საინტერესო ონლაინ სერვისზე ანიმაციური ვიდეორგოლებისა და პრეზენტაციების მოსამზადებლად. ონლაინ სერვისი POWTOON.COM საშუალებას გვაძლევს მოკლედ დროში შექმნათ მარტივად უნიკალური ფლეშ-მულტიპლიკაციური პრეზენტაციები.
გაკვეთილიN10 28 ნოემბერი LearningApps.org
მოსწავლეებს გავაცანი ვებ 2,0 პროგრამა learningApps, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ინტერაქტიური სახის ტესტებისთვის, რომელიც არის საკმაოდ მრავალფეროვანი, დინამიური, სახალისო.
იმისათვის რომ სრულფასოვნად ვისარგებლოთ LearningApps-ის სერვისით, პირველ რიგში საჭიროა გავიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გასავლელად დავეთანხმოთ აღნიშნულ, (Login)-ღილაკს, გამოდის ფანჯარა, სადაც უნდა შეიქმნას მომხმარებლის ანგარიში, რისთვისაც ვეთანხმებით ,,Greate account” -ს.მოსწავლის პირად ანგარიშზე შესვლა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მასწავლებელს LearningApps-სერვისის My classes-ჩანართში შეიძლება შექმნილი ჰქონდეს მოსწავლეთა ჯგუფები გარკვეული რაოდენობით. ხოლო My Apps-ჩანართში კი განთავსებული იყოს აქტივობები, რომელთა რაოდენობის გაზრდა და განახლება რათქმაუნდა შესაძლებელია. ეს საშუალება კარგი გამოსაყენებელია კლასში დიფერენცირებისთვისაც. My classes-ჩანართში ახლა გვაქვს ორი ჯგუფი, ეს არის ,,შებრუნებული საკლასო ოთახი“ და ,,ნიჭიერი“. თუ დავაწკაპუნებთ ჯგუფის დასახელებაზე, მაგალითად ,,ნიჭიერზე“, გამოჩნდება ამ ჯგუფის შემადგენლობა თავისი მონაცემებით, რომელთა ამობეჭვდაც მასწავლებელს შეუძლია აღნიშნული ღილაკით (print Account/Password list );
გაკვეთილი N11 29 ნოემბერი Sway.com
გავაკეთეთ წინა გაკვეთილის რეფლექსია. შემდეგ გადავედით ახალ თემაზე, რომელიცაა sway.com. ეს ინსტრუმენტი გამოიყენება დინამიური,სხვებისგან განსხვავებული პრეზენტაციების შესაქმნელად. გავაცანი მოსწავლეებს ამ პროგრამაში მუშაობის წესები, ინტერფეისი. მოსწავლეებმა გაიარეს რეგისტრაცია Sway.com –ზე, გააკეთეს საპილოტე ფორმატში პრეზენტაცია.
გაკვეთილიN12 30 ნოემბერი kizoa.com
დავიწყეთ წინა მასალის რეფლექსიით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს Sway–ს პრეზენტაციები. გადავედით ახალ პროგრამაზე. kizoa.com , რომელიც არის მეტად ორიგინალური, საინტერესო ვიდეორგოლების შესაქმნელი ინსტრუმენტი, რომელსაც აქვს სხვადასხვა საინტერესო ეფექტები, ესენია ციმციმა ეფექტები, მოძრავი პატარა ანიმაციები და სხვ. მოსწავლეებმა გაიარეს რეგისტრაცია პროგმარაში, გააკეთეს სხვადასხვა საინტერესო ვიდეორგოლები.
გაკვეთილიN13 1 დეკემბერი office online, onedrive, outlook
გაკვეთილი N14 4 დეკემბერი PREZI.COM
გაკვეთილი N15 6 დეკემბერი jigsawplanet.com
გაკვეთილი N16 7 დეკემბერი
mhttp://photofunia.com http://imikimi.com
http://photo505.com http://www.photofacefun.com
გაკვეთილი N17 8 დეკემბერი
გაკვეთილი N18 11 დეკემბერი Hanghauts, emaze.com
გაკვეთილი N19 12 დეკემბერი Blogspot.com
გაკვეთილი N20 15 დეკემბერი blogspot.com
გაკვეთილი N21 19 დეკემბერი blogspot.com
გაკვეთილი N22 21 დეკემბერი lightshot, snipp
გაკვეთილი N23 22 დეკემბერი bandicam
გაკვეთილი N24 25 დეკემბერი mystorybook
გაკვეთილი N25 26 დეკემბერი IcecreamSlideshowMaker
გაკვეთილი N26 28 დეკემბერი postermywall
გაკვეთილიN2729 დეკემბერი app.biteable.com
გაკვეთილი N28 16 იანვარი sutori.com
გაკვეთილი N29 30 იანვარი lucidpress.com
გაკვეთილი N30 2 თებერვალი storyjumper.com
გაკვეთილი N19 12 დეკემბერი Blogspot.com
გაკვეთილი N20 15 დეკემბერი blogspot.com
გაკვეთილი N21 19 დეკემბერი blogspot.com
გაკვეთილი N22 21 დეკემბერი lightshot, snipp
გაკვეთილი N23 22 დეკემბერი bandicam
გაკვეთილი N24 25 დეკემბერი mystorybook
გაკვეთილი N25 26 დეკემბერი IcecreamSlideshowMaker
გაკვეთილი N26 28 დეკემბერი postermywall
გაკვეთილიN2729 დეკემბერი app.biteable.com
გაკვეთილი N28 16 იანვარი sutori.com
გაკვეთილი N29 30 იანვარი lucidpress.com
გაკვეთილი N30 2 თებერვალი storyjumper.com
Комментариев нет:
Отправить комментарий