„თავისუფალი გაკვეთილები“
თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება საგაკვეთილო პროცესისგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და არ აქვს საგაკვეთილო სახე.
თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდება შემდეგი მიმართულებების ფარგლებში:
● სპორტული აქტივობები;
● წიგნიერების განვითარება;
● კულტურა/ხელოვნება;
● ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები;
თავისუფალი გაკვეთილების დაფინანსების ფარგლებში გრანტის მიმღები იქნება სკოლა.
ერთ სკოლაზე 2017 წელს გაცემული გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 3 000. 0 ლარს, რომელიც შემდეგი პროპორციით განაწილდება: არაუმეტეს
⅓ დაიხარჯება მასწავლებლების შრომის ანაზღაურებაზე, არაუმეტეს ⅓ -დირექცია/ადმინისტრაციის
შრომის ანაზღაურებაზე და არაუმეტეს
⅓ პროექტების განსახორციელებლად
საჭირო რესურსებზე. პროექტში ჩართული მასწავლებლის შრომის
ანაზღაურება განისაზღვრება საათში 10 ლარის ოდენობით, ხოლო დირექცია/ადმინისტრაციის ანაზღაურება
-სკოლის მიერ განხორციელებული თავისუფალი
გაკვეთილების პროექტებში ჩართული
მასწავლებლების ჯამური ანაზღაურების ოდენობით. დირექცია/ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებაზე
მიღებული თანხის განაწილების საჭიროებას ადგენს სკოლის დირექტორი, აღნიშნული თანხა
შესაძლებელია განაწილებული იყოს როგორც დირექტორის ანაზღაურებაზე, რომელიც პასუხისმგებელია
სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ეფექტურად დაგეგმვაზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა
და ანგარიშგებაზე, ისე იმ პირებზე, რომელთა ჩართულობა ხელს შეუწყობს პროცესის ეფექტურად
განხორციელებას.
2017 წელს “თავისუფალ გაკვეთილებში” ჩართულები იქნებიან VII-VIII კლასის მოსწავლეები.
პროგრამაში საჯარო სკოლების მაქსიმალური რაოდენობის ჩართვისა და მათი ინტერესებისა
და შესაძლებლობების გათვალისწინების მიზნით, სკოლებისთვის შეთავაზებული იქნება დაფინანსების
ორი პრინციპი: ერთ შემთხვევაში სამინისტრო სკოლებს თავაზობს სარეკომენდაციო ჩარჩო პროგრამებს,
მათ შორის სკოლებში ეფექტური პროექტების დანერგვის მიზნით, სხვადასხვა დაინეტერესებულ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მომზადებულ პროექტებს. სკოლა განსახორციელებლად ირჩევს
მისთვის სასურველ პროგრამას/ქვემიმართულებას და, გამარტივებული წესით დაფინანსების
მისაღებად განსაზღვრული საკონკურსო პირობების შესაბამისად, იღებს დაფინანსებას. მეორე
შემთხვევაში, სკოლას შესაძლებლობა აქვს ინდივიდუალურად მოამზადოს პროექტი და/ან ადაპტირება
გაუკეთოს სამინისტროს შეთავაზებულ ჩარჩო პროექტს და, ინდივიდუალური პროექტებისთვის
დაფინანსების მისაღებად განსაზღვრული საკონკურსო პირობების შესაბამისად, მიიღოს დაფინანსება.
სპორტის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები დაფინანსდება გამარტივებული წესით.
სარეკომენდაციო ჩარჩო პროექტები/ქვემიმართულებები
განთავსდება ვებგვერდზე skolebi.edu.ge. ასევე, სამინისტრო ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით პერიოდულად რესურსცენტრებს მიაწვდის
რეკომენდაციებს/ინფორმაციას ჩარჩო პროექტების შინაარსის, ხანგრძლივობის, მასში ჩართვის
ვადების და სხვა დეტალების შესახებ.
თითოეული სკოლიდან საგრანტო კონკურსების ფარგლებში მოთხოვნილი ჯამური თანხა
2017 წლის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს. სკოლის მიერ რესურსებზე მოთხოვნილი
ჯამური თანხა 2017 წლის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.
საგრანტო კონკურსის პირობები დაფინანსების
გამარტივებული წესით მისაღებად:
·
კონკურსში
მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს;
·
განაცხადების
მიღება გაგრძელდება
10 ოქტომბრის ჩათვლით;
·
სკოლას
შესაძლებლობა აქვს განსახორციელებლად აირჩიოს წინასწარ გამზადებული ჩარჩო პროექტი,
რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე skolebi.edu.ge და/ან
აღნიშნულის შესახებ სარეკომენდაციო ინფორმაცია მიღებული აქვს სამინისტროსგან.
·
სპორტის
მიმართულებით სკოლას შესაძლებლობა აქვს თავისუფალი გაკვეთილები განახორციელოს სპორტის
ნებისმიერ სახეობაში, სამინისტროსგან აღნიშნულ სახეობაში ჩარჩო პროექტის შეთავაზების
გარეშეც.
·
განსახორციელებელი
პროექტის/ქვემიმართულების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 აკადემიურ საათს;
·
სკოლა
დაფინანსების მისაღებად საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eflow) საშუალებით,
რესურსცენტრის გავლით, სამინისტროში აგზავნის დანართი-1.2.-ს;
·
თავისუფალ
გაკვეთილებში ჩართული უნდა იყონ მხოლოდ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებისთვის
თავისუფალ გაკვეთილებში ჩართვა არის ნებაყოფლობითი; ჯგუფებში მოსწავლეთა განაწილება
უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინებით; დასაშვებია ჯგუფის სხვადასხვა კლასის
მოსწავლეებისგან დაკომპლექტება და ჯგუფებში
მოსწავლეთა განსხვავებული რაოდენობა;
·
სკოლებმა,
რომლებშიც 200-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება თითოეულ პროექტში უნდა ჩართოს მინიმუმ 15
მოსწავლე;
·
თითოეულ
პროექტში ჩართული უნდა იყოს სკოლის ერთი მოქმედი მასწავლებელი, რომელიც არ წარმოადგენს
სკოლის დირექციას (დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი); მოთხოვნა არ არის მასწავლებელი ასწავლიდეს მე-7
და მე-8 კლასებს; გამონაკლისი დასაშვებია სპორტის მიმართულებაში: თუ სკოლას არ ყავს შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი
ან სპორტის მასწავლებელი ამავდროულად არის სკოლის დირექციის წარმომადგენელი.
·
თითოეული
პროექტის/ქვემიმართულების ფარგლებში მასწავლებლის
შრომის ანაზღაურება უნდა შეადგენდეს საათში10 ლარს, დირექცია/ადმინისტრაციის
შრომის ანაზღაურება - მასწავლებლის ანაზღაურების
ოდენობას, ასევე მასწავლებლის ანაზღაურების ოდენობის თანხა გაიცემა რესურსების შესაძენად.
·
რესურსებისთვის
გაცემული თანხა სკოლამ უნდა დახარჯოს მიზნობრივად შესაბამისი პროექტის/ქვემიმართულების
და/ან მიმართულების გასაძლიერებლად;
·
რესურსცენტრებიდან
მიღებულ ინფორმაციას განიხილავს მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისია და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
·
დაფინანსებული სკოლები მათ
მიერ განხორციელებული მიმართულებების/პროექტების ანგარიშებს წარადგენენ შესაბამის რესურსცენტრში.
პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლებისათვის თავისუფალი გაკვეთილების
ჩასატარებლად განსაზღვრული ვალდებულებები მტკიცდება სკოლების ნუსხის დაფინანსების
ბრძანებებით.
·
სკოლამ
შესაბამის რესურსცენტრში ანგარიში უნდა წარადგინოს ამ პროგრამის დანართი 1.3- ის შესაბამისი
ფორმით თანდართული ფინანსური დოკუმენტაციით. რესურსცენტრი შეისწავლის წარმოდგენილ ანგარიშებს
და სამინისტროში დანართი 1.4-ის შესაბამისი ფორმით წარმოადგენს ანგარიშების ნაერთ დოკუმენტს.
საგრანტო კონკურსის პირობები ინდივიდუალური
პროექტებისთვის დაფინანსების მისაღებად
·
კონკურსში
მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს;
·
განაცხადების
მიღება გაგრძელდება
10 ოქტომბრის ჩათვლით;
·
განსახორციელებელი
პროექტის/ქვემიმართულების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 აკადემიურ საათს;
·
პროექტები
შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შემდეგი მიმართულებების ფარგლებში:
ü წიგნიერების განვითარება;
ü კულტურა/ხელოვნება;
ü ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები;
·
სკოლამ
დაფინანსების მოსაპოვებლად შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის
გავლით (საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eflow) საშუალებით), სამინისტროში უნდა წარმოადგინოს
ინფორმაცია 1.1. დანართის შესაბამისად;
·
წარმოდგენილი
პროექტის ფარგლებში ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში
პროექტის წარმომდგენი ვალდებულია პროექტს დაურთოს ბაზრის კვლევის ამსახველი
ინფორმაცია (მინიმუმ 3 კომპანიისგან მიღებული ინვოისი); თუ ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია
მოთხოვნილი რაოდენობის ინვოისების წარმოდგენა, დასაბუთებული მიზეზი შენიშვნის სახით
უნდა მიეთითოს; ბიუჯეტში დაუშვებულია გაუთვალისწინებელი ხარჯების მოთხოვნა.
·
თითოეულ
პროექტში ჩართული უნდა იყოს სკოლის ერთი მოქმედი მასწავლებელი, რომელიც არ წარმოადგენს
სკოლის დირექციას (დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი); მოთხოვნა არ არის მასწავლებელი ასწავლიდეს მე-7
და მე-8 კლასებს;
·
თავისუფალ
გაკვეთილებში ჩართული უნდა იყონ მხოლოდ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებისთვის
თავისუფალ გაკვეთილებში ჩართვა არის ნებაყოფლობითი; ჯგუფებში მოსწავლეთა განაწილება
უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინებით; დასაშვებია ჯგუფის სხვადასხვა კლასის
მოსწავლეებისგან დაკომპლექტება და ჯგუფებში მოსწავლეთა განსხვავებული რაოდენობა;
·
სკოლები,
რომლებშიც 200-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება თითოეულ პროექტში უნდა ჩართოს მინიმუმ 15
მოსწავლე;
·
კონკურსის
ფარგლებში შემოსული განაცხადების განხილვას უზრუნველყოფს მინისტრის ბრძანებით შექმნილი
კომისია;
·
დაფინანსებული
პროექტების განხორციელების ამსახველ ანგარიშებს სკოლა აგზავნის სამინისტროში. ანგარიში
იგზავნება 1.3. დანართის მიხედვით შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად.
Комментариев нет:
Отправить комментарий